|
2017-09-27 17:13:04, 2770 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვში შენობიდან, სადაც Новой газета-ს რედაქციაა განთავსებული, ევაკუაცია განხორციელდა
მოსკოვში აფეთქების საფრთხის გამო შენობიდან, სადაც Новой газета"-ს რედაქციაა განთავსებული, ევაკუაცია განხორციელდა, - ამის შესახებ Meduza იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, შენობიდა 500-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. სამართალდამცავ ორგანოებში ანონიმური ზარი შევიდა, რომლის თანახმადაც შენობაში ბომბი იყო მოთავსებული. ევაკუაციის შესახებ განკარგულება შენობის მესაკუთრეებმა გასცეს. შეგახსენებთ, რომ ბოლო 1 თვის განმავლობაში რუსეთის მასშტაბით სამართალდამცავ ორგანოებში ანონიმური ზარები ფიქსირდება. ბოლო ანონიმური ზარის გამო ქვეყნის 22 ქალაქში 45 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. რუსული მედია წერს, რომ აფეთქებების შესახებ ანონიმური ზარები უცხოეთიდან არის ორგანიზებული და დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არის კავშირში. სხვადასხვა მედია საშუალებები წერენ, რომ ზარები უკრაინიდან შემოდის.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)