16:03 - 20 Aug, 2026
|
2017-09-26 14:28:06, 2788 ნახვა
კომენტარი
გიორგი გახარია: ეკონომიკის სამინისტრო ქირით შენობაში ყოფნას დიდხანს არ აპირებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს საკუთარი შენობა ექნება და შესაბამისი პროექტის განხორციელება წლის ბოლომდე დაიწყება: "ეკონომიკის სამინისტრო ქირით შენობაში ყოფნას დიდხანს არ აპირებს. მას აქვს პროექტი, რომლის განხორციელებაც დაიწყება წლის ბოლომდე და შესაბამისად, ექნება თავისი შენობა. არ მიგულისხმია სამთავრობო ქალაქი. ხარჯების ეფექტურობის თვალსაზრისით, თუ ვიქნებით იმ ტერიტორიაზე, სადაც არის ფინანსთა სამინისტრო, შსს, იუსტიციის სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტრო და კიდევ ბევრი სხვა, ბევრად უფრო მომგებიანი იქნება ჩვენთვის. ვაპირებთ ,რომ ჩვენი შენობაც იქ იყოს. ჩვენ ვაკეთებთ "ბიზნეს ჰაუსს" და იქვე, სავარაუდოდ, იქნება ეკონომიკის სამინისტროც", - განმარტა გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)