21:52 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-26 14:16:38, 2420 ნახვა

კომენტარი
გახარია: არც ინტერესი, არც შემოსავალი ბიზნესიდან საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არ მაქვს

ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ის კომპანია „ფუდოტელის“ მფლობელია.

გახარიას თქმით, დღეის მდგომარეობით, მას არანაირი ბიზნეს ინტერესი, ან შემოსავალი ბიზნესიდან არ აქვს და არც ჰქონია:

"ვინც ეს სიუჟეტი მოამზადა, ცოტა უფრო კვალიფიციური რომ ყოფილიყო, ან კეთილსინდისიერი, ამ ყველაფერთან ერთად აჩვენებდა იმას, რომ იქ არის მონაცემები, რომ 2012 წლის შემდეგ ეს კომპანია მხოლოდ ქაღალდზე არსებობს, ქაღალდიც არ არსებობს, ვირტუალურია. დღეის მდგომარეობით, მე - გიორგი გახარიას არა მაქვს არანაირი არც ინტერესი, არც შემოსავალი ბიზნესიდან საქართველოს ფარგლებს გარეთ. უფრო მეტიც, არ მაქვს და არც მქონია საქართველოში არასდროს  ბიზნესის თანამონაწილეობა, ან შეხება საერთოდ და შემოსავალი ბიზნესიდან. ეს ყველაფერი გაკეთებული იყო იმისთვის, რომ ეს მკვდარი ვირტუალური კომპანია დაეკავშირებინათ, დრამატურგია იყო დადგმული, ეს იყო და ეს. სხვათაშორის კოლეგებმა აჩვენეს მთელი რიგი ლიკვიდირებული კომპანიებიც, 2012 წლამდე ბევრი რამე იყო", - განაცხადა გახარიამ.

კიდევ ერთ კომპანიასთან, "შტულე ჰოლდინგ ლიმითედთან" დაკავშირებით მის ინტერესებს, გახარია სრულ ტყუილს უწოდებს.

"ეს არის სრული ტყუილი. შეიძლება იყო რაღაც საარბიტრაჟო დავა, რომელიც წლების წინ არის დასრულებული, ახლა ამაზე კომენტარს ხომ არ გავაკეთებ?!" - აღნიშნა გახარიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics