12:55 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-26 13:35:41, 2378 ნახვა

მსოფლიო
ბაქოში სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ რეიდები ჩატარდა

ბაქოში სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლების წინააღმდეგ რეიდები ჩატარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც ერთ-ერთი ლგბტ აქტივისტი ფარიდი მედიასთან საუბარში ჰყვება, მასობრივი დაპატიმრებები დაახლოებით 10 დღის წინ დაიწყო.

მისივე თქმით, რამდენიმე საათის განმავლობაში, სამართალდამცველებმა ათობით პირი დააკავეს, ზოგიერთი მათგანი ქრთამის სანაცვლოდ მალევე გაათავისუფლეს.

უფლებადამცველების მონაცემებით, სულ 100-მდე ადამიანია დაკავებული. ფარიდის ცნობით, ლგბტ თემის წარმომადგენლებს სამართალდამცველები მოუწოდებდნენ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში გასვლისგან თავი შეიკავონ.

თემის ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, ის საკუთარ სახლში დააკავეს და 4 დღის განმავლობაში პოლიციის განყოფილებაში მდებარე სარდაფში ჰყავდათ გამოკეტილი. მისივე ინფომრაციით, მას აიძულებდნენ თემის სხვა წარმომადგენლები "ჩაეშვა".

ამასთან, აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ეხსან ზახიდოვი რეიდის ჩატარებას ადასტურებს. მაგრამ, ქრთამის აღებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. მისივე განმარტებით, დაკავებები ბაქოს მცხოვრებლების საჩივრების საფუძველზე მოხდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
გალელ მასწავლებელს აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics