|
2017-09-26 12:28:32, 2425 ნახვა
მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეამ აშშ ომის გამოცხადებაში დაადანაშაულა
ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლი ენ ხომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "ომის გამოცხადებაში" დაადანაშაულა, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჩრდილოეთ კორეა აშშ-ის ბომბდამშენებზე სროლას დაიწყებს. "რადგანაც აშშ ომს გვიცხადებს, ჩვენ გვაქვს ყველანაირი უფლება მივიღოთ საწინააღმდეგო ზომები, მათ შორის ვესროლოთ ამერიკულ ბომბდამშენებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი შესაძლოა ჩვენ საჰაერო სივრცეში აღარ იმყოფებოდნენ", - განუცხადა ლი ენ ხომ. მანვე დასძინა, რომ ყველას უნდა ახსოვდეს ფაქტი: "სწორედ აშშ იყო ის ვინც პირველმა გამოგვიცხადა ომი". შეგახსენებთ, რომ აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებმა ერთმანეთს "გიჟები" უწოდეს. „კიმ ჩენ ინი სავარაუდოდ შეშლილია, რომელიც მშვიდად უყურებს იმას, რომ საკუთარი მოსახლეობა შიმშილით იხოცება", - დაწერა ტრამპმა Twitter-ზე. კიმ ჩენ ინმა კი, დონალდ ტრამპს „შეშლილი მოხუცი“ უწოდა და ცეცხლით განადგურებით დაემუქრა. ამასთან, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები სრულად გაანადგურებს ჩრდილოეთ კორეას, თუკი ფხენიანი ამერიკის ან მისი მოკავშირეების უსაფრთხოებას დაემუქრება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)