|
2017-09-24 16:48:43, 861 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ქობულეთის სტიქიის ზონაში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელძღვანელ პირებთან ერთად ადგილზე გაეცნო. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მასთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატები საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში ილია ნაკაშიძე და გიორგი რომანაძე, აჭარის საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელი არჩილ ჩიქოვანი. მათივე ცნობით, ქობულეთში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები დილიდან განახლდა. სოფელ ქობულეთში დილიდან მალხაზ რომანაძის თავმჯდომარეობით შეიკრიბა სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბი, რომელსაც აჭარის საგზაო დეპარტამენტის უფროსი არჩილ ჩიქოვანი და აჭარის უმაღლეს საბჭოში ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი რომანაძე ესწრებოდნენ. შტაბის სხდომაზე სტიქიის სალიკვიდაციო გეგმა შეიმუშავეს. საგანგებო რეჟიმში მუშაობს სამაშველო სამსახური, მობილური ბრიგადები და ელექტრიკოსთა ჯგუფები. ზურაბ პატარაძის განცხადებით, ხვალ დილიდან დამეწყრილ სოფლებში სიტუაციას გეოლოგები შეისწავლიან და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა სხვა ოჯახების განსახლებაც და დროებით თავშესაფრის უზრუნველყოფა. ,,მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ამავდროულად, 15 ერთეული ტექნიკური საშუალება ერთდროულად მუშაობს სხვადასხვა ლოკაციაზე. რამდენიმე საათში დაემატება რამოდენიმე ერთეული მძიმე ტექნიკა. ამ სოფლებში მოხდება სიტუაციის ბოლომდე შესწავლა. ხვალ დილიდან ჩვენი გეოლოგები თითოეულ დაზიანებულ ადგილას მივლენ, შეისწავლიან თუ რა ვითარებაა ადგილზე, რათა დაიდოს დასკვნები" - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერული პროცესები გააქტიურდა. დაზიანდა შიდა და ცენტრალური სასოფლო გზები სოფელ ქობულეთში, ზედა სამებაში, წყავროკაში, ზენითსა და კონდიდში. მეწყრული პროცესების განვითარებისთანავე სამაშველო და მუნიციპალური სამსახურები აჭარის საგზაო დეპარტამენტის ტექსნიკის დახმარებით მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ამ დროისათვის მუნიციპალიტეტში მდგომარეობა სტაბილურია. ინტენსიურად იწმინდება ჩახერგილი სასოფლო გზები. საგზაო დეპრტამენტის ორგანიზებით 15 ერთეული სპეცტექნიკა მუშაობს. ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი აბონენტების უმრავლესობას ძაბვა სტაბილურად მიეწოდება. სამუშაოები საგანგებო რეჟიმში კვლავ გრძელდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)