|
2017-09-22 18:35:27, 12076 ნახვა
High - Tech
Tesla ახალ ბიუჯეტურ ავტომობილს გამოუშვებს
ამერიკული კომპანია Tesla 2018 წლის ბოლომდე ახალ კროსოვერის ტიპის ავტომობილს Model Y-ს წარადგენს. სიახლე კომპანიის ფლაგმანის Model X-ის ბიუჯეტურ ვერსიად მოიაზრება. ახალ კროსოვერს "მიმინოს ფრთის" ტიპის კარის ჩამკეტი ექნება, მაგრამ გაზრდილ აკუმულატორს მომხმარებლების თხოვნების მიუხედავად არ მიიღებს. ახალი Model Y-ს აკუმულატორის ერთი სრული დატენვით, 450 კილომეტრის გავლის შესაძლებლობა ექნება. Tesla Model Y ავტომატური მართვის მოდერნიზებულ სისტემას მიიღებს. ავტომობილს ავტოპილოტის სისტემა 8 ჩაშენებული კამერა და 12 ულტრაბგერითი სენსორი ექნება. ეს ყველაფერი ავტომობილს იმისათვის დასჭირდება, რომ გზებზე დაბრკოლებები წინასწარ "დაინახოს". Tesla Model Y-ს გარე კონსტრუქციას სავარაუდოდ ალუმინისა და ფოლადის კომპოზიტური ლითონისგან დაამზადებენ. ახალ მანქანას 0-დან 100 კმ/სთ-ში აჩქარება 6 წამში შეეძლება. ახალ მოდელს კომპანიაში დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. სიახლის ფასი 35000$-38000$ იქნება. ავტომობილის მასიური გაყიდვების დაწყება 2019 წლის შუა რიცხვებისთვის იგეგმება.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)