|
2015-04-29 14:08:26, 871 ნახვა
ეკონომიკა
ვენაში ქართულ-ავსტრიული ერთობლივი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა
ავსტრიაში, ქალაქ ვენაში ქართულ-ავსტრიული ერთობლივი ეკონომიკური კომისიის მეოთხე სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს დელეგაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მიხეილ ჯანელიძის ხელმძღვანელობით ესწრებოდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთო-სა და ქ. ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში კონსტანტინე ზალდასტანიშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და საქართველოს მთავრობის სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები. ეკონომიკური კომისიის სხდომის დაწყებამდე ორმხრივი შეხვედრა გამართეს კომისიის ავსტრიული მხარის ხელმძღვანელმა, ავსტრიის რესპუბლიკის მეცნიერების, კვლევისა და ეკონომიკის ფედერალური მინისტრის მოადგილემ ბერნადეტე მარიანე გირლინგერმა და კომისიის ქართული მხარის ხელმძღვანელმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მიხეილ ჯანელიძემ. ქართულ-ავსტრიული ერთობლივი კომისიის სხდომაზე საქართველოსა და ავსტრიას შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს და ვაჭრობის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურის და განათლების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს და მიმდინარე რეფორმებს. ავსტრიულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა დაეხმაროს საქართველოს ამ მიმართულებით, მათ შორის ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მეშვეობით. ეკონომიკური კომისიის მე-4 სხდომის დასასრულს მხარეებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ოქმი გაფორმდა.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)