12:47 - 20 Aug, 2026
|
2017-09-21 16:53:21, 2873 ნახვა
მსოფლიო
ბრიუსელში ტერორისტებთან კავშირის ბრალდებით სამართალდამცველი დააკავეს
ბრიუსელში ტერორისტებთან კავშირის ბრალდებით სამართალდამცველი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ბელგიური გამოცემა Derniere Heure ავრცელებს. მედია საშუალების ცნობით, დაკავებული პოლიციელი ანტიტერორისტული გამოძიების ფარგლებში მოპოვებულ ინფორმაციას, WhatsApp-ის მეშვეობით, ტერორიზმში ეჭვმიტანილ ერთ-ერთ პირს აწვდიდა. სამართალდამცველის დაკავების ფაქტს ადგილობრივი პოლიცია ადასტურებს. შეგახსენებთ, რომ ბოლო ტერორისტული აქტი ბრიუსელში 25 აგვისტოს მოხდა. მაჩეტეთი შეიარაღებული პირი სამხედროებს დაესხა თავს, რომლებიც ქალაქში პატრულირებდნენ. შედეგად ორი ჯარიკაცი დაიჭრა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)