|
2015-04-29 12:39:39, 378 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა უნდა წარუდგინოს
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა უნდა წარუდგინოს. კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის 1/3–ით, მაგრამ არანაკლებ მთავრობის 5 წევრით განახლების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა უნდა წარუდგინოს. პრეზიდენტმა მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან 7 დღის ვადაში პრემიერ–მინისტრის კანდიდატურა უნდა წამოაყენოს. პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი კი, 7 დღის ვადაში მინისტრთა კანდიდატურებს შეარჩევს და საქართველოს პარლამენტს მთავრობის შემადგენლობას წარუდგენს ნდობის მისაღებად. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს სამთავრობო პროგრამა. მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხაებიდან 2 დღის ვადაში პრეზიდენტი ნიშნავს პრემიერ–მინისტრს. ხოლო პრემიერ–მინისტრი ასევე 2 დღის ვადაში – მთავრობის სხვა წევრებს. თუ პრეზიდენტი აღნიშნულ ვადაში არ გამოსცემს სამართლებრივ აქტს პრემიერ–მინისტრის დანიშვნის თაობაზე, პრემიერ–მინისტრი დანიშნულად ჩაითვლება. ცნობისთვის, ერთი წლის განმავლობაში მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)