|
2017-09-20 10:58:11, 2750 ნახვა
მსოფლიო
ლონდონის მეტროში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი მესამე პირი დააკავეს
ლონდონის მეტროში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი მესამე პირი დააკავეს, - ამის შესახებ Telegraph-ი სკოტლანდ იარდზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, 25 წლის მამაკაცი ნიუპორტში დააკავეს. თვითმხილველის თქმით, პოლიციამ მამაკაცი მაშინ დააკავა, როდესაც ის სახლიდან გაქცევას აპირებდა. მეზობლის ცნობით, ეჭვმიტანილი პროფესიით მხატვარია და დიზაინერად მუშაობდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ცნობისთვის, ლონდონის ტერაქტში მონაწილეობის ბრალდებით პირველი ეჭვმიტანილი,18 წლის ახალგაზრდა კაცი 16 სექტემბერს დილით დააკავეს, მეორე პირი კი იმავე დღეს, საღამოს. შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს, ლონდონში, მეტროსადგურ "პარსონს გრინის" ხაზზე, მატარებლის ვაგონში, ხელნაკეთი მოწყობილობა აფეთქდა. ბოლო ინფორმაციით, დაშავდა 29 ადამიანი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)