|
2017-09-17 10:56:54, 2310 ნახვა
კომენტარი
კვირიკაშვილი: დარწმუნებული ვარ, აზიურ ფაროსანას ერთიანი ძალებით მოვერევით
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამეგრელოსა და ზემო სვანეთში მერობის კანდიდატების წარდგენისას, მავნებელ მწერ აზიურ ფაროსანას მიერ გამოწვეულ პრობლემებთან დაკავშირებით ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, მავნებელს გაუმკლავდებიან: „მეგობრებო, მე კარგად ვიცი, რამხელა პრობლემის წინაშე აღმოჩნდა წელს სამეგრელო იმის გამო, რომ თქვენი მოსავალი სერიოზულად დააზიანა აზიურმა ფაროსანამ. სოფლის მეურნეობა, ზოგადად, ყველა ქვეყანაში არის მაღალ რისკიანი დარგი. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ მავნებელს მოვერევით, ისევე როგორც თავის დროზე სხვა მავნებლებს, როგორიც იყო ამერიკული პეპელა და სხვა. ამ პრობლემის გადაჭრასაც აუცილებლად სჭირდება ჩვენი - ყველას ძალების მობილიზება. ამ საქმეში ჩვენ ჩავრთეთ ავიაცია, რათა მაქსიმალურად ეფექტიანად გავუმკლავდეთ მას. ფართობები ამჟამად მუშავდება მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების - ენტომოლოგების მიერ რეკომენდებული მაღალი ხარისხის და მაღალი ეფექტურობის პრეპარატებით. ასეთ პრობლემასთან ბრძოლა გრძელვადიანი პროცესია და საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას. უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის ჩართულობა და საერთო მობილიზება. ჩვენ ერთიანი ძალებით უნდა შევუტიოთ, რათა რეალური შედეგი დადგეს და უკვე წელს ვიფიქროთ, როგორ შევამციროთ პრობლემა მომავალი წლისთვის. რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო განსაკუთრებულ ძალისხმევას დახარჯავს ამ რეგიონში მეტი პროგრამის და მეტი შეღავათიანი სესხის დაფინანსებისთვის“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)