|
2017-09-16 11:04:41, 738 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ჩრდილოეთ ეგეოსის რეგიონის გუბერნატორს ქრისტიანა კალოგირუს შეხვდა
ბათუმს ბალკანეთისა და შავი ზღვის კომისიის (BBSC) პრეზიდენტი და ჩრდილოეთ ეგეოსის (საბერძნეთი) რეგიონული გუბერნატორი ქრისტიანა კალოგირუ სტუმრობს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქრისტიანა კალოგირუსთან, რომელიც აჭარაში შავი ზღვის რიგით მე-4 საერთაშორისო კონფერენციის „ლურჯი ეკონომიკა" ფარგლებში იმყოფება,გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და პერიფერიული საზღვაო რეგიონების ასოციაციას (CPMR) შორის სამომავლო თანამშრომლობის არეალისიდენტიფიცირება, CPMR-ის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება (ევროკავშირთან თანამშრომლობის 40-წლიანი გამოცდილება) და ახალი კონტაქტების დამყარებაში ხელშეწყობა წარმოადგენდა. ასევე,ორგანიზაციის წევრი რეგიონების ხელმღვანელობით დაფუძვნებულ „ინოვაციურ პარტნიორობა"-ში ჩართვა, რაც კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი რეგიონის კონკურენტუნარიონობას და განვითარების დონეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სტუმრებს აჭარის რეგიონის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. ხაზი გაუსვა საკრუიზო და მაის ტურიზმის მნიშვნელობას და განვითარების პერსპექტივებს. ზურაბ პატარაძემ ასევე სავაჭრო-ეკონომიკური და ტრანზიტული მიმართულებით თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრა. თავის მხრივ, ქრისტიანა კალოგირუმ აჭარის პირველ პირს მისირეგიონი გააცნო და ღვინის წარმოების და ტურიზმის კუთხით სამომავლო თანამშრომლობა შესთავაზა. ქრისტიანა კალოგირუმ, როგორც BBSC-ს პრეზიდენტმა, აჭარის რეგიონის ბალკანეთისა და შავი ზღვის კომისიის საქმიანობაში აქტიური ჩართულობის სურვილი გამოთქვა. როგორც ზურაბ პატარაძემაღნიშნა, აჭარა სიამოვნებით ჩაერთვება ბალკანეთის და შავი ზღვის რეგიონებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის ფორმატში. მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას BBSC-ის ბრიუსელის ოფისის წარმომადგენელი ნიკოს ლამპროპულოსი და აჭარის ა/რ მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისუფროსი ალექსანდრე დავითაძე ესწრებოდნენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)