02:21 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-16 10:54:45, 2532 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: მნიშვნელოვანია მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა კერძო სექტორის მხარდაჭერის კუთხით

მნიშნელოვანია მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა კერძო სექტორის მხარდაჭერის კუთხით - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის 25 წლის აღსანიშნავ ფორუმზე.

„მადლობას ვუხდი მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრს, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას (IFC) კერო სექტორში ჩართულობისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლარით დენომინირებული ბონდების გამოშვება. დარწმუნებულები ვართ, IFC-ისთან ერთად კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება და ჩვენს ქვეყანაში კერძო სექტორი კიდევ უფრო გაძლიერდება," - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ფორუმზე, ასევე, მოხსენება გააკეთა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, სირილ მიულერმა.

ფორუმის მონაწილეების წინაშე გამოვიდნენ მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი მერსი ტემბონი, ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics