14:25 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-15 14:17:38, 2420 ნახვა

ეკონომიკა
პროექტ „აწარმოე საქართველოში“ ჩართულ კომპანიებს სახელმწიფო დაფინანსებას უზრდის

პროექტ „აწარმოე საქართველოში“ ჩართულ კომპანიებს სახელმწიფო 30%-ის ნაცვლად 50%-ით დააფინანსებს, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება კომპანიების ვალდებულების გაზრდას არ გამოიწვევს.

„დღეს არსებული ვერსიით, ბაკნის მიერ დამტკიცებულ პროექტებში საბანკო სისტემის ინსტიტუტების მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის 30%-ის გარანტიას დებდა სახელმწიფო. ანუ, თუ ბანკმა კომპანიას მოთხოვა უზრუნველყოფა, ამის 30%-ის თანაგარანტირებას ახდენდა სახელმწიფო. ახალი პარამეტრების მიხედვით კი, უკვე მოთხოვნილი საგირავნო უზრუნველყოფის 50%-ის უზრუნველყოფას მოახდენს სახელმწიფო. ეს მთიანი პარამეტრების ზრდა, ვალდებულებების გაზრდას არ გამოიწვევს, ვინაიდან, ზედა ლიმიტები იგივე დარჩება. თუმცა, მცირე და საშუალო ბიზნესებისათვის იქნება გაცილებით უფრო შეღავათიანი პირობა იმისთვის, რომ ისინი ჩაერთონ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
სამებაში ოჯახის სიწმინდეს რეჟიმის წარმომადგენლები აღნიშნავენ
ცოტნე ივანიშვილი -ქართული საზოგადოება მტკიცედ დგას, ქართული სამშობლოს სუვერენიტეტს
კაცი მარკეტში შეიჭრა, მოლარე სცემა და მაღაზია გაქურდა, იგი პოლიციამ დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics