|
2017-09-14 16:18:46, 2377 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში აფეთქების საფრთხის შეტყობინებების ავტორები სავარაუდოდ ISIS-სთან არიან კავშირში
რუსეთის მასშტაბით ასობით ობიექტში აფეთქების საფრთხის შესახებ შესული შეტყობინებების ავტორები, სავარაუდოდ ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" არიან დაკავშირებულები, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობების არსებობის შესახებ ინფორმაცია არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურებულა. როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, ყველა შეტყობინების ავტორზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება. სააგენტო სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე პირების ვინაობა არ სახელდება. შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივ და სავაჭრო ობიექტებში ბომბის არსებობის შესახებ ანონიმური ზარების სერია რუსეთში უკვე მეხუთე დღეა გრძელდება. გუშინ მსგავსი ზარები დედაქალაქშიც დაფიქსირდა, რის შედეგადაც 7 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გაანხორციელდა. საერთო ჯამში ცრუ განგაშის გამო 420 სხვადასხვა ობიექტიდან 130 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა. არსანისნავია, რომ დღეს ანონიმური შეტყობინება მოსკოვში 8 სკოლაშიც შევიდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)