|
2017-09-14 14:28:49, 2399 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთ-უკრაინის საზღვრის გადაკვეთაში მონაწილე 69 პირს ადმინისტრაციული დარღვევის ოქმები შეუდგინეს
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად, პოლონეთ-უკრაინის საზღვრის გადაკვეთაში მონაწილე 69 პირს ადმინისტრაციული დარღვევის ოქმები შეუდგინეს, - ამის შესახებ "უკრაინსკაია პრავდა" სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრესმდივან ოლეგ სლობოდიანზე დაყრდნობით იუწყება. როგორც სლობოდინმა აღნიშნა, დღეისთვის ოქმი 69 პირისთვისაა შედგენილი. მისივე თქმით, სწორედ 69 ადამიანის იდენტიფიცირება მოხერხდა ამ დროისთვის. სლობოდიანის ინფორმაციით, საზღვრის გარღვევის მონაწილე 14 ადამიანი - ძირითადად, მედიის წარმომადგენლები, შეგინის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დაბრუნდნენ და შესაბამის ოქმებს ხელი მოაწერეს. ცნობისთვის, უკრაინელმა მესაზღვრეებმა 12 სექტემბერს ადმინისტრაციული დარღვევის შესახებ ოქმი მიხეილ სააკაშვილსაც ჩააბარეს. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა დოკუმენტს ხელი მოაწერა. შეგახსენებთ, რომ ოდესის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის ტერიტორიაზე 10 სექტემბერს, მხარდამჭერების დახმარებით გადავიდა. მასთან ერთად პოლიტიკოსები, დეპუტატებია და უკრაინის ოპოზიციის წარმომადგენლებიც იყვნენ. უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს და სააკაშვილი საზღვარზე გადმოიყვანეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უკრაინაში გამოძიება 3 მუხლით მიმდინარეობს და სასამართლო 18 სექტემბერს არის ჩანიშნული. გარდა ამისა, სააკაშვილის თქმით, მან საზღვარი ლეგარულად გადმოკვეთა და სამართლებრივ ბრძოლას სასამართლოში აპირებს. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა 26 ივლისს ჩამოართვა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)