|
2017-09-14 13:54:23, 2179 ნახვა
კომენტარი
ჯანელიძე: პოლოლიკაშვილის გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის ახალი წარმატების და დიდი აღიარების საფუძველია
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის დამტკიცებას საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამარჯვებად აფასებს. „საქართველოს მოქალაქე, ქართველი პირველად გახდა გაერო-ს მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის - მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი. ეს არის უდიდესი აღიარება ჩვენი ქვეყნის, ეს არის უდიდესი აღიარება იმ პროგრესისა, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს ბოლო წლების განმავლობაში. ეს არის ძალიან დიდი შედეგი თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის. ეს არის დიდი შედეგი ჩვენი ტურიზმის სექტორისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შრომა არის ჩადებული იმისათვის, რომ ეს წარმატება ყოფილიყო მიღწეული. მე ვულოცავ ბატონ ზურაბ პოლოლიკაშვილს ამ დიდ გამარჯვებას, რომელიც დღეიდან უკვე მოემსახურება მსოფლიოს ტურიზმის სექტორის განვითარებას და ამით ასევე კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს საქართველოს მნიშვნელობას და საქართველოს მიღწევებს. ძალიან დიდი როლი ითამაშა საქართველოს მთავრობის მხარდაჭერამ, პრემიერ-მინისტრის - გიორგი კვირიკაშვილის მხარდაჭერამ, ჩვენი დიპლომატიის ძალიან აქტიურმა მუშაობამ და თითოეული უწყების, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში. მინდა წარმატებები ვუსურვო ზურაბ პოლოლიკაშვილს ამ დიდ და მნიშვნელოვან გზაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის კიდევ ახალი წარმატების და დიდი აღიარების საფუძველი", -განაცხადა ჯანელიძემ. საქართველოს ვიცე-პრემიერი ხელმძღვანელობს საქართველოს დელეგაციას, რომელიც მონაწილეობს ჩინეთში ქ. ჩენგდუში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაში. სწორედ ასამბლეის 22-ე სესიის ფარგლებში მოხდა UNWTO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველოს კანდიდატის - ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის დამტკიცება.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)