|
2017-09-14 13:11:33, 2394 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი: 19 სექტემბერი მიხეილ მთავარანგელოზის დღეა - ამ დღეს უნდა გადავარჩინოთ კიევი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში გამგზავრებას 19 სექტმერბს აპირებს, - ამის სესახებ სააკაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, ის კიდევ რამდენიმე ქალაქში ჩასვლას გეგმავს და უკვე ამის შემდეგ დედაქალაქში გაემგზავრება. მიხეილ სააკაშვილი კიევში საკუთარ ვიზიტს მთავარანგელოზ მიხეილის დღეს ამთხვევს. "კიდევ რამდენიმე ქალაქს მოვივლი, შემდეგ კი, კიევში გავემგზავრებით. 19 სექტემბერი როგორც მსმენია, მიხეილ მთავარანგელოზის დღეა, კიევის მფარველის. სასწრაფოდ უნდა გადავარჩინოთ კიევი. ეს იქნება დასაწყისი. რამდენიმე კვირაში ჩვენ უფრო მეტნი ვიქნებით. შემდეგ კი ყველაფერი ისე დასრულდება როგორც „შეგინის“ გამშვებ პუნქტზე: გაიხსნება გზა. ეს იქნება უკრაინისთვის წინსვლის გზა", - განაცხადა სააკაშვილმა. ცნობისთვის, ოდესის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის ტერიტორიაზე 10 სექტემბერს, მხარდამჭერების დახმარებით გადავიდა. მასთან ერთად პოლიტიკოსები, დეპუტატებია და უკრაინის ოპოზიციის წარმომადგენლებიც იყვნენ. უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს და სააკაშვილი საზღვარზე გადმოიყვანეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უკრაინაში გამოძიება 3 მუხლით მიმდინარეობს და სასამართლო 18 სექტემბერს არის ჩანიშნული. გარდა ამისა, სააკაშვილის თქმით, მან საზღვარი ლეგარულად გადმოკვეთა და სამართლებრივ ბრძოლას სასამართლოში აპირებს. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა 26 ივლისს ჩამოართვა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)