|
2017-09-14 12:22:30, 2304 ნახვა
მსოფლიო
10 სექტემბერს უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააპატიმრეს
სასამართლომ 10 სექტემბერს უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ 112.UA იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი 35 წლის ვოლინის ოლქის მკვიდრია. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, მამაკაცს ან ციხეში 2 თვის გატარება ან გირაოს გადახდა მოუწევს. ცნობისთვის, ოდესის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის ტერიტორიაზე 10 სექტემბერს, მხარდამჭერების დახმარებით გადავიდა. მასთან ერთად პოლიტიკოსები, დეპუტატებია და უკრაინის ოპოზიციის წარმომადგენლებიც იყვნენ. უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს და სააკაშვილი საზღვარზე გადმოიყვანეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უკრაინაში გამოძიება 3 მუხლით მიმდინარეობს და სასამართლო 18 სექტემბერს არის ჩანიშნული. გარდა ამისა, სააკაშვილის თქმით, მან საზღვარი ლეგარულად გადმოკვეთა და სამართლებრივ ბრძოლას სასამართლოში აპირებს. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა 26 ივლისს ჩამოართვა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)