|
2017-09-13 16:13:30, 2663 ნახვა
მსოფლიო
იუნკერი: თურქეთი ნახტომისებურად შორდება ევროკავშირს და ცდილობს ყველა ხიდები დაწვას
ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის ინფორმაციით, ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების საკითხი უახლოეს მომავალში არ განიხილება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა სტრასბურგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს. როგორც იუნკერმა აღნიშნა, სამომავლოდ ევროკავშირში 27-ზე მეტი სახელმწიფო იქნება. "კანდიდატ ქვეყნებთან მოლაპარაკებების დროს მთავარი პრიორიტეტი კანონის უზენაესობა, სამართლიანი სასამართლო და სხვა ფუნდამენტური ღირებულებები იქნება. ეს უახლოეს მომავალში თურქეთის წევრობას გამორიცხავს. თურქეთი ნახტომისებურად შორდება ევროკავშირს და ცდილობს ყველა ხიდები დაწვას, თუმცა ევროპა კარს ღიად ტოვებს თურქი ხალხისთვის და ყველასთვის, ვისაც სურს ევროკავშირთან თანამშრომლობა საერთო ფასეულებების საფუძველზე“, - განმარტა ჟან-კლოდ იუნკერმა. იუნკერმა თურქეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ევროპელების ფაშისტებთან და ნაცისტებთან შედარება შეწყვიტოს. ამასთან, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა თურქეთის ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტების დევნა გააკრიტიკა და დაკავებული ევროპელი ჟურნალისტების გათავისუფლება მოითხოვა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)