|
2017-09-13 04:35:10, 734 ნახვა
რეგიონი
ბორჯომის ხანძრის შემდეგ ყველაზე მაღალი პრემია გამგებელმა საკუთარ თავს გამოუწერა
ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის შემდეგ, სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულობისთვის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მისი თანამშრომლებისთვის პრემიების გაცემის გადაწყვეტილება მიიღო. აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ ყველაზე მაღალი პრემია გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა მიიღო. ყიფიანის გარდა, მაღალი პრემია გაეცა მის მოადგილეს და მეორადი სტრუქტურული ერთეულის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს. სამივე ამ პირმა პრემია 1250 ლარის ოდენობით მიიღო. ამის დამადასტურებელი ფაქტი კი, ბორჯომის გამგებლის მიერ ხელმოწერილი შესაბამისი განკარგულებაა, სადაც დეტალურად არის გაწერილი პრემიების ოდენობა. გამგებლის წარმომადგენელმა დაბა წაღვერში 1200 ლარი მიიღო; გამგებლის წარმომადგენელმა დაბა ყვიბისში 1200 ლარი მიიღო; პირველადი სტრუქტურული ერთეულის იურიდიული კონსულტაციების სასამართლო საქმეთა წარმოების კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პრემიამ 625 ლარი შეადგინა. ანალოგიური თანხა პირველადი სტრუქტურული ერთეულის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა და გამგებლის წარმომადგენლის სპეციალისტმა დაბა ყვიბისში, მიიღეს. გამგეობის ორმა მძღოლმა, თითომ – 850 ლარი, ხოლო კიდევ ერთმა მძღოლმა 425 ლარი მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|







epn.ge (@expressnews.ge)