|
2017-09-13 03:48:59, 2352 ნახვა
კომენტარი
ირანის ვიცე-პრეზიდენტი: საქართველო ირანელებისთვის მთავარი ტურისტული დანიშნულების ადგილია
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 22-ე სესიის ფარგლებში საქათველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა ირანის ვიცე-პრეზიდენტთან, ირანის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელთან ალი აშგარ მოუნესანთან გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ირანს შორის არსებული ისტორიული კავშირები აღნიშნეს და ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მზარდ დინამიკას მიესალმნენ. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ისევე როგორც ირანის ვიცე-პრეზიდენტმა გამოხატეს ორივე ქვეყნის დიდი ინტერესი განავითარონ ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში, მათ შორის აღნიშნეს საქართველოსა და ირანის შესაძლებლობები რეგიონის წარმოჩენის და მისი განვითარების თვალსაზრისით. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიმოიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირანში ვიზიტის დროს მიღწეული მნიშვნელოვანი შეთანხმებები, რამაც კიდევ ერთხელ ხელი შეუწყო ქვეყნებს შორის ურთიერთობებს, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებას. შეხვედრაზე საუბარი ასევე დაეთმო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას, კულტურულ და ხალხთაშორის ურთიერთობებს. ირანის ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ირანის მხრიდან საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების მიმართ მზარდ ინტერესს და აღნიშნა, რომ ირანელებისთვის საქართველო ერთ-ერთი მთავარი ტურისტული დანიშნულების ადგილია. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ირანის ვიცე-პრეზიდენტს გააცნო საქართველოში ტურიზმის სფეროში განხორციელებული რეფორმები და ის შთამბეჭდავი სტატისტიკა, რომლის მეშვეობითაც საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის მიმართ ინტერესი ყოველ წელს იზრდება.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)