|
2017-09-13 01:54:26, 2410 ნახვა
მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი სასტუმროდან გავიდა და არ დაბრუნებულა - ადვოკატმა მისი ადგილსამყოფელი არ იცის
გვიან ღამით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლვოვის სასტუმრო დატოვა და უკან არ დაბრუნებულა, - ამის შესახებ Unian იუწყება. როგორც სააკაშვილის ადვოკატი აცხადებს, მისთვის უცნობია თუ სად იმყოფება ოდესის ყოფილი გუბერნატორი, თუმცა მიიჩნევს, რომ სააკაშვილი შესაძლოა ჩერნოვეცში იმყოფებოდეს. სამართალდამცველების თქმით, მიხეილ სააკაშვილს ლვოვის ოლქის ტერიტორია არ დაუტოვებია. ყოფილი პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლების ინფორმაციით, სააკაშვილი ღამის გათენებას სასტუმროში აპირებდა, თუმცა გვიან ღამით მან სასტუმრო საქმის გამო დატოვა. სასტუმროს პერსონალი აცხადებს, რომ დელეგაცია გვიან ღამით დაბრუნდა, მაგრამ სააკაშვილი მათთან ერთად არ ყოფილა. ცნობისთვის, ოდესის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის ტერიტორიაზე 10 სექტემბერს, მხარდამჭერების დახმარებით გადავიდა. მასთან ერთად პოლიტიკოსები, დეპუტატებია და უკრაინის ოპოზიციის წარმომადგენლებიც იყვნენ. უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს და სააკაშვილი საზღვარზე გადმოიყვანეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უკრაინაში გამოძიება 2 მუხლით მიმდინარეობს და სასამართლო 18 სექტემბერს არის ჩანიშნული. გარდა ამისა, სააკაშვილის თქმით, მან საზღვარი ლეგარულად გადმოკვეთა და სამართლებრივ ბრძოლას სასამართლოში აპირებს. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა 26 ივლისს ჩამოართვა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)