|
2017-09-13 01:21:55, 2383 ნახვა
კომენტარი
„ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი: მოვდივარ კონკრეტული პროგრამით
„არ მოვდივარ ცარიელი ხელებით,მოვდივარ კონკრეტული პროგრამით, რომელიც დაფუძნებულია ოთხ ძირითად მიმართულებაზე”, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბათუმის მერობის კანდიდატმა, ლაშა კომახიძემ განუცხადა. მისივე განმარტებით, ესმიმართულებები, პირველრიგში, არის ბათუმელების საჭიროებაზე დაყრდნობილი ურბანული პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, ასევე, ქალაქის ეკონომიკური პროფილის გაძლიერება,მუნიციპალური სერვისების კიდევ უფრო გაუმჯობესება და ზოგადად, ქალაქის სივრცითი და ფუნქციური განვითარება. ბათუმის მერობის კანდიდატმა მმართველ გუნდს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მოლოდინებს გაამართლებს და ბათუმის განვითარებისთვის ბევრ საინტერესო პროექტს განახორციელებს. ლაშა კომახიძე ბათუმის მერობის კანდიდატად დღეს პრემიერ-მინისტრმა, პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა.
(NS)
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)