|
2017-09-12 09:38:28, 2528 ნახვა
კომენტარი
დავით ბაქრაძე: თუ არაფერი შეიცვლება, მაშინ დიალოგი არის უბრალოდ საუბარი
"თუ არაფერი შეიცვლება, მაშინ დიალოგი არის უბრალოდ საუბარი, უბრალოდ საუბარი კი არ ნიშნავს პოლიტიკურ პროცესს", - ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" წევრი დავით ბაქრაძე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას. ბაქრაძის განმარტებით, მათი ორი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ისინი მზად არიან გადადონ ყველაფერი გვერდზე და მხარი დაუჭირონ კონსტიტუციას. ეს ორი მოთხოვნაა 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა. "ბურთი არის მთლიანად ხელისუფლების მხარეს და დღეს ჩვენ ვხედავთ ხელისუფლებას, როცა ბატონი კობახიძე ერთი მხრივ მუდმივად საუბრობს დიალოგზე, მაგრამ, მეორე მხრივ, "ქართული ოცნების" უმრავლესობაში არის ძალიან ბევრი დეპუტატი ისეთი, რომელიც საუბრობს, რომ არანაირი დიალოგი და დათმობა არ იქნება და ძალიან სწრაფად მე-3 მოსმენით მიიღებენ კონსტიტუციას. ძალიან სერიოზული უთანხმოება ფიქსირდება "ქართული ოცნების" შიგნით. თუ ისინი მზად არიან რაიმე ტიპის დათმობაზე სასაუბროდ, მაშინ ოპოზიცია დიალოგისთვის ყოველთვის მზად არის, სამწუხაროდ, დღემდე გვესმის ერთი მხრივ დიალოგი და ამის პარალელურად მტკიცება, რომ არაფერი შეიცვლება", - განაცხადა ბაქრაძემ.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)