|
2017-09-12 04:29:21, 2344 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი: უკრაინის ტერიტორიაზე ვიმოგზაურებ, გზად შევივლი სასამართლოში, რათა საკუთარი უფლებები დავიცვა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ ტურნეს აანონსებს, - ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მოგზაურობის დროს ის "სასამართლოში შეივლის". "ვინ გითხრათ, რომ აქ სამუდამოდ დარჩენას ვაპირებ?! ძალიან მომწონს ლვოვის ცენტრში ცხოვრება, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ გამოვა. მე წავალ ივანე ფრანკოვის ოლქში, ხარკოვში, ოდესაში, დნეპროპეტროვსკში და შემდეგ გავემგზავრები კიევში. იმისთვის, რომ შეწყვიტონ ისტერია. მოდიან და ხელს მიშლიან გეგმების განხორციელებაში და მიწყობენ სასამართლო პროცედურებს ქუჩაში. ნუ ნერვიულობთ, ამისთვის თანხები მეყოფა. როდესაც წამყვანი ვიყავი მქონდა საკმაოდ კარგი ხელფასი. ასევე მაქვს ფული გადადებული ანგარიშზე, თუმცა მას ვერ ვიყენებ, რადგან დამიბლოკეს. თუმცა მე მაინც მეყოფა ფული, რომ მოვიარო უკრაინა. მართალია თვითმფრინავით ვერ ვივლი, რადგან პასპორტი აღარ მაქვს, მაგრამ მანქანით გასამგზავრებლადაც მეყოფა. უკრაინის ტერიტორიაზე ვიმოგზაურებ და გზად შევივლი სასამართლოში, რათა დავიცვა საკუთარი უფლებები", - განაცხადა სააკაშვილმა.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)