06:12 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-12 03:06:50, 2505 ნახვა

მსოფლიო
ადვოკატი: მესაზღვრეები ძალის გამოყენებით შეეცადნენ იმ ნომერში შესვლას, სადაც სააკაშვილია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის მარკიან გალაბალას განცხადებით, მესაზღვრეები ძალის გამოყენებით შეეცადნენ იმ ნომერში შესვლას, სადაც მიხეილ სააკაშვილია გაჩერებული.

როგორც გალაბალამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, მესაზღვრეების ქმედებები არაკანონიერია.

"დილის 07:15 საათზე სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ სასტუმრო „ლეოპოლისში“, რათა მიხეილ სააკაშვილისთვის ადმინისტრაციული დარღვევის ჩადენის შესახებ პროტოკოლი გადაეცათ. მათი თქმით, სამართალდარღვევას წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ 10 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. ამგვარ პროტოკოლს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენიდან 3 საათში აფორმებენ. ხოლო დღეს უკვე 12 სექტემბერია. სწორედ ამიტომაც პროტოკოლის გადაცემის მცდელობა არაკანონიერია", - აღნიშნა ადვოკატმა.

ცნობისთვის, დღეს სასტუმროში სადაც მიხეილ სააკაშვილია გაჩერებული სამართალდამცველები და მესაზღვრეები მივიდნენ. ამასთან, ლვოვის სასტუმრო „ლეოპოლისთან“, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შესახებ ადმინისტრაციულ ოქმს აცნობენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics