|
2017-09-12 02:39:16, 2361 ნახვა
მსოფლიო
საყვარელიძის ინფორმაციით, უკრაინაში სააკაშვილის მხარდამჭერი აქტივისტების დაკავებები დაიწყო
უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის დავით საყვარელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქტივისტების რეპრესიები და მასობრივი დაკავებები დაიწყო. როგორც საყვარელიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, დაკავებულია ასევე ის აქტივისტი, რომელმაც სააკაშვილი უკრაინაში შეიყვანა. „ჩვენი აქტივისტების მასობრივი დაკავებები და რეპრესიები დაიწყო! ახლა ჩერკასში ჩვენი აქტივისტი ანდრეი კოტიჩენკო დააკავეს. ის მათ შორის იყო, ვისაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში შემოჰყავდა, ვინც უკრაინელი ხალხის სურვილი იცხოვროს დემოკრატულ სახელმწიფოში , გაითვალისწინა. ამ წუთებში ის ლვოვში მიჰყავთ. გუშინ ასევე ივანო ფრანკოვსკში ჩვენი თანამოაზრე ალექსანდრე ბურცევი დააკავეს, რომელიც ასევე აქტიურ მონაწილეობას იღებდა კვირას მომხდარ მოვლენებში. ვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას! ხელისუფლებას მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პოლიტიკური რეპრესიები, რადგან ეს მათთვის ცუდად დასრულდება“, - წერს საყვარელიძე.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)