01:39 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-11 08:27:03, 2374 ნახვა

საზოგადოება
„დღე, როცა ვერ მოჰკლეს ილია“- ხვალ ღონისძიებების ციკლი სიონის ტაძრის ეზოდან დაიწყება

„დღე, როცა ვერ მოჰკლეს ილია“ – საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივის“ ორგანიზებით აღნიშნული პროექტი ტრადიციად იქცა და წელსაც,  თბილისის მერიის ხელშეწყობით,  ილია ჭავჭავაძის ღვაწლის დასაფასებლად და საზოგადოებაში მისი ღირებულებების უკვდავყოფის მიზნით 12 სექტემბერს ღონისძიებების ციკლი სიონის ტაძრის ეზოდან დაიწყება.

12 სექტემბრის 13:00 საათზე  სიონის ტაძრის ეზოში საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ სალიტერატურო სფეროს წარმომადგენლები. შემდეგ კი მოეწყობა მსვლელობა სიონის ტაძრიდანმთაწმინდის პანთეონისკენ, სადაც აღევლინება პარაკლისი.

პროექტის ფარგლებში, წელს პირველად გაიცემა „ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია  საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული ღვაწლისათვის“.  სხვადასხვა თაობის ხელოვანები და ფოლკლორისტი მუსიკოს-შემსრულებლები წარმოადგენენ თეატრალიზებულ დადგმებს ილიას ნაწარმოებებისა და ილიას თემაზე შექმნილი პოეტური და პროზაული ნაწარმოებების მიხედვით. ასევე,დაგეგმილია გამოფენა  საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

გარდა ამისა, საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ღია სცენაზე წარმოდგენილი იქნება ახალი დრამატურგიული ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი„საუკუნის მკვლელობა“ (რეჟ.: გიორგი სავანელი) - ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.  პროექტის ნებისმიერ აქტივობაზე, მსურველთათვის დასწრება თავისუფალი იქნება.

2017 წელი ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წელია. მისი დაბადებიდან 180, ხოლო მკვლელობიდან 110 წელი სრულდება.

ღონისძიებას დაესწრებიან შიდა ქართლიდან დევნილი, ასევე, ფრეზეთის, წეროვანის, კარალეთის და შაუმიანის დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრები მოსწავლეები.

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics