|
2017-09-11 08:04:59, 2587 ნახვა
მსოფლიო
ავღანეთში ნატო-ს სამხედრო კოლონაზე მორიგი თავდასხმა განხორციელდა
ავღანეთში ნატო-ს სამხედრო მისიის კოლონაზე მორიგი თავდასხმა განხორციელდა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ტერორისტმა თავდასხმა ქაბულის სიახლოვეს მდებარე ბაგრამის ავიაბაზასთან განახორციელა. მან თავი აიფეთქა. მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ამასთან, ჯერჯერობით უცნობია არიან თუ არა დაშავებულები ან/და დაღუპულები სამხედროებს შორის. როგორც „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, აფეთქების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი. ოლქის გუბერნატორის აბდულ შუკორ ქოდოსის თქმით, აფეთქების შედეგად ერთი ავტომობილი დაზიანდა. გარდა ამისა, სააგენტოს "თალიბანის" მიერ გავრცელებული განცხადებაც მოჰყავს, სადაც ნათქვამია, რომ აფეთქების შედეგად 13 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, 11 დაიჭრა და 3 ავტომობილი განადგურდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)