|
2017-09-11 04:26:32, 2517 ნახვა
მსოფლიო
სოსო ცინცაძე: პოროშენკო ალბათ ჩუმ შეთანხმებაზეც წავა რუსეთთან, რომ სააკაშვილი მოიცილოს
ექსპერტის პოლიტიკურ საკითხებში სოსო ცინცაძის შეფასებით, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთვის დღეს რუსეთზე უფრო საშიში ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილია. როგორც ცინცაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, პოროშენკო შესაძლოა, რუსეთთან „ჩუმ შეთანხმებაზეც“ წავიდეს იმისათვის, რომ სააკაშვილი ჩამოიშოროს. „სააკაშვილი დღეს თუ დარჩა ლვოვში, იქ ლოდინის ყოველი საათი პოროშენკოსთვის არის ასე ვთქვათ აქტი. პოროშენკო ალბათ ჩუმ შეთანხმებაზეც წავა რუსეთთან ოღონდ სააკაშვილი მოიცილოს. დღეს პოროშენკოსთვის რუსეთზე უფრო საშიში არის სააკაშვილი პირადი ხელისუფლებისთვის და პოროშენკოსთვის პირადი ხელისუფლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკრაინის მომავალი. ასე რომ ყველაფერი დამოკიდებულია დღევანდელ დღეზე. ჩემი აზრით თუ დღევანდელი დღე დაკარგა სააკაშვილმა ცოლ-შვილის ლოდინში, ეს უკვე პოროშენკოს დროს აძლევს, რომ ძალების მობილიზაცია ჩაატაროს და უკვე წავიდეს ისეთ ნაბიჯზე, რომელიც არაპოპულარული იქნება დასავლეთის თვალში“,-დასძინა სოსო ცინცაძემ. შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი გუშინ მხარდამჭერებთან ერთად პოლონეთიდან უკრაინაში ჩავიდა. საზღვარზე მას სამართალდამცველების კორდონი დახვდა თუმცა, სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს. იგი ამჟამად ლვოვში, ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)