|
2017-09-11 03:53:08, 2064 ნახვა
კომენტარი
ბიბილაშვილი: გუშინ უკრაინაში დამარცხდა პოროშენკო, საქართველოში - ივანიშვილი, ევრაზიაში კი, პუტინი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რამდენიმე მოთხოვნას უყენებს. როგორც პარტიის წევრმა, ზაზა ბიბილაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის დევნა უნდა შეწყდეს, მას მოქალაქეობა უნდა დაუბრუნდეს და საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მიღების საშუალება უნდა მიეცეს. „გუშინ დაიმსხვრა ივანიშვილ-პოროშენკოს შეთანხმება, ჩავარდა მათი გეგმა, რომელიც მათ ქართველი და უკრაინელი ხალხის ზურგს უკან დასახეს... გუშინ უკრაინაში დამარცხდა პოროშენკო, საქართველოში დამარცხდა ივანიშვილი, ევრაზიაში - პუტინი. ეს ტალღა იკრებს ძალას და აუცილებლად ჩამოვა საქართველოში. საქართველოს ხელისუფლებას აქვს ორი არჩევანი - ან მოიქცნენ, როგორც იქცეოდა უკრაინაში იანუკოვიჩი, საქართველოში ასლან აბაშიძე, რომელსაც პირადი პატიმრები ჰყავდა, ან მოიქცნენ ისე, როგორც იქნება ჩვენი ხალხის, ქვეყნის და უშუალოდ მათ პირად ინტერესებში. მოვუწოდებთ მათ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, დევნა, რომელიც დაკვეთილია პუტინის მიერ. დაუყოვნებლივ აღუდგეს სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა და მიეცეს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დაბრუნების და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილოების მიღების საშუალება“, - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)