|
2017-09-11 03:15:13, 2261 ნახვა
მსოფლიო
ანტონ გერაშენკო: სააკაშვილი და ტიმოშენკო ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად მზად არიან, ცხედრებზე გაიარონ
უკრაინის შს სამინისტროს კოლეგიის წევრი, დეპუტატ ანტონ გერაშენკოს განცხადებით, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს უკრაინის საზღვრის გარღვევის დროს სისხლისღვრა სურდათ. როგორც გერაშენკო Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, მათ მიერ საზღვრის გადაკვეთის დროს 5 მესაზღვრე და 11 პოლიციელი დაშავდა. „იმ პროვოკატორების მთავარი მიზანი, რომლებმაც უკრაინის სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გაარღვიეს, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ბრუტალური ძალადობის სცენების თანხლებით სისხლისღვრის მიღწევა იყო. პროვოკატორებმა ვერ მიაღწიეს ამ მიზანს, პირიქით, ყველა გონიერი ადამიანისთვის ცხადი გახდა, რომ სააკაშვილიც და ტიმოშენკოც უკრაინაში ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად მზად არიან, ცხედრებზე გაიარონ. უკრაინის ხელისუფლებისთვის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება კანონის შესაბამისად მუშაობაა. ამიტომ უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს გუშინდელი განცხადება უნდა დასრულდეს ბრალის წაყენებით ყველა პირისთვის, ვინც უკრაინის სახელმწიფო საზღვარი მიზანმიმართულად დაარღვია“, - წერს ანტონ გერაშენკო. შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი გუშინ მხარდამჭერებთან ერთად პოლონეთიდან უკრაინაში ჩავიდა. საზღვარზე მას სამართალდამცველების კორდონი დახვდა თუმცა, სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს. იგი ამჟამად ლვოვში, ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)