|
2015-04-28 13:50:40, 849 ნახვა
ეკონომიკა
ბიზნესასოციაცია: ხელისუფლება და ეროვნული ბანკი ლარის დასტაბილურებისათვის ერთად საკმარისად არ მუშაობენ
საქართველოს ბიზნესასოციაცია მიიჩნევს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება და ეროვნულ ბანკი ლარის კურსის დასტაბილურების მიზნით ერთად საკმარისად არ მუშაობენ. ბინზესასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ ჟურნალისტებთან ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზებსა და მოლოდინებზე ისაუბრა. "ვერც ეროვნული ბანკი, ვერც ხელისუფლება დამოუკიდებლად ვერაფერს გააკეთებს. ეს ფაქტობრივად შეუძლებელია. ყველას აქვს თავისი მექანიზმები. ჩემი აზრით, ისინი საკმარისად არ მუშაობენ ერთად და ჩვენ მოვუწოდებთ მათ, უფრო აქტიურად ითანამშრომლონ, იმუშაონ ერთად, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან ბევრი ეს ფაქტორი, რაც ლარის კურსზე ახდენს გავლენას, არ არის დამოკიდებული ხელისუფლებაზე და არც ეროვნულ ბანკზე", - განაცხადა ჭირაქაძემ. ბინზესასოციაციის პრეზიდენტმა ლარის გაუფასურების მიზეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბევრი ფაქტორი რეგიონში შექმნილ ვითარებას უკავშირდება. "ბევრმა ჩვენგანმა არ იცის, თუ რა მოსდის თურქულ ლირას. თურქული ლირა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ძალიან სერიოზულად გაუფასურდა. რასაკვირველია, ეს ჩვენთვის დამამშვიდებელი არ არის. ჩვენს მეზობლებთან საკმაოდ ცუდი ტენდენციებია და ამ შემთხვევაში ლარი რომ იყოს მყარი, ფაქტობრივად, შეუძლებელია. რასაკვირველია, რაც ლართან მიმართებაში ხდება, ჩვენ ეს არავის მოგვწონს. იმედი გვქონდა ლარის დასტაბილურების, მაგრამ უკვე დღეს დარწმუნებული ვარ, რომ იმ ფაქტორების დიდი ნაწილი, რაც ლარის გაუფასურებას განაპირობებს, ჩვენს მეზობლებს უკავშირდება. იმიტომ რომ შეუძლებელია შენი ვალუტა იყოს მყარი და ამავდროულად თურქეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ვალუტა ხდებოდეს სუსტი“, - განაცხადა ჭირაქაძემ. ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ზაფხულისთვის ლარის კურსი შედარებით გამყარდება. მისივე თქმით, ამისათვის აუცილებელია იმპორტი შემცირდეს. "იმპორტი უფრო მეტად უნდა შემცირდეს, რომ ეს დისბალანსი აღარ იყოს. რასაკვირველია, ეს არ არის ხელისუფლებაზე პირდაპირ დამოკიდებული. ეს დამოკიდებულია იმ მოლოდინებზე, რაც მოსახლეობას, ბიზნესს აქვთ მომავალთან მიმართებაში, ასევე იმ იმპორტიორებზე, რომლებსაც საქონელი შემოაქვთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეკონომიკა ისეთი რამაა, რომ ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს", - განაცხადა ჭირაქაძემ. ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ლარის კურსი უფრო ზემოთ არ წავა, თუმცა მისივე თქმით, არ უნდა იყოს მოლოდინი, რომ ლარის კურსი 2-ზე ან 1,8 ნიშნულზე ჩამოვა. "ჩვენი სავალუტო რეზერვები ძალიან მწირია იმასთან შედარებით, რაც შეიძლება ევროპაში ან ჩვენს მეზობლებთანაა. ეროვნული ბანკი, რომელსაც 2-3 მილიარდი დოლარი აქვს რეზერვი, ვერ შეეწინააღმდეგება იმას, რაც ხდება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, თუნდაც თურქეთსა და აზერბაიჯანში. ჩემი აზრით, როდესაც მეტი კოორდინაციაა და მეტად მუშაობენ ერთად, ბევრი საკითხის გადაწყვეტა უფრო სწრაფად ხდება. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც აღმასრულებელი ხელისუფლება, ასევე ეროვნული ბანკი ცალ-ცალკე ძალიან ბევრ რამეს ცდილობს და აკეთებს, მაგრამ ჩემი აზრით, ის კოორდინაცია, რაც მნიშვნელოვანია რომ ჩვენ დავინახოთ როგორც ბიზნესმა, კარგად ვერ ვხედავთ", - განაცხადა ჭირაქაძემ.
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)