01:38 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-11 01:53:52, 2139 ნახვა

საზოგადოება
კახა კახიშვილი პრობაციის მესამე მსოფლიო კონგრესში მონაწილეობს

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის ხელმძღვანელობით, უწყების დელეგაცია, აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერით, პრობაციის მესამე მსოფლიო კონგრესში მონაწილეობს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, კონგრესი 9-15 სექტემბერს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, მსოფლიო კონგრესი პრობაციის სფეროში ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა,  რომლის მიზანია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემების განვითარების ხელშეწყობა და აღნიშნული მიმართულებით გლობალური ქსელის გაფართოება.

 საქართველოს პრობაციის ეროვნული სააგენტო, რომელიც 2010 წლიდან პრობაციის ევროპული კონფედერაციის (CEP) წევრია, პრობაციის მსოფლიო კონგრესში პირველად მონაწილეობს.

ამასთან, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, კახა კახიშვილი იაპონიის იუსტიციის მინისტრს, იოკო კამიკავას შეხვდება.

 შეხვედრის მიზანი იაპონურ მხარესთან თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების ურთიერთგაზიარებაა.

 კახა კახიშვილი იაპონელ კოლეგას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვისა და სარეჟიმო პირობების უზრუნველყოფის, პენიტენციური ჯანდაცვის გაუმჯობესების, პატიმრობის ალტერნატიული სასჯელების განვითარების, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და დასაქმების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებს გააცნობს.

(NS)

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics