|
2017-09-09 05:06:46, 2739 ნახვა
მსოფლიო
ავთანდილ ხურციძემ გირაოთი გათავისუფლებაზე უარი თქვა
ქართველმა სპორტსმენმა ავთანდილ ხურციძემ გირაოთი გათავისუფლებაზე უარი განაცხადა, - ამის შესახებ სპორტსმენის მეგობარმა მერაბ დვალიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა. დვალიშვილის ინფორმაციით, ავთანდილ ხურციძის თავდებში დადგომას 6 ადამიანი აპირებდა, თუმცა ეს აღარ გახდა საჭირო. როგორც სპორტსმენის მეგობარმა განმარტა, ხურციძეს გარეთ ყოფნის შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატების საემიგრაციო სამსახურთან პრობლემები შეექმნებოდა. დვალიშვილის თქმით, ხურციძეს გამამართლებელი განაჩენის იმედი აქვს. მანვე დასძინა, რომ ქართველი მოკრივე სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდება, რადგან ის დარწმუნებულია, რომ გაამართლებენ. გარდა ამისა, ქართველმა სპორტსმენმა მეგობარს გულშემატკივრებისთვის და ახლობლებისთვის გზავნილის გადაცემა სთხოვა: "ავთომ მითხრა, თავისი გულშემატკივრებისთვის და ახლობლებისთვის გადამეცა, რომ ის განთავისუფლდება როგორც მართალი, არანაირი შეწყალებით ან რამე მსგავსით, რომ ის გამოვა მართალი და ამას ყველა დაინახავს. ავთო მადლობას უხდის თავის გულშემატკივრებს და ახლობლებს, ვისაც გული შეტკივა და სჯერა მისი", - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ხურციძე ნიუ-იორკში, ე.წ. კანონიერი ქურდის, რაჟდენ შულაიას კრიმინალური დაჯგუფების წევრებთან ერთად დააკავეს. ხურციძეს რეკეტს, თავდასხმას და რამდენიმე სახის თაღლითობას ედავებიან. წინასწარი მოსმენის დროს, პროკურატურამ წარადგინა 2 ვიდეომასალა, სადაც ჩანს თუ როგორ სცემს ხურციძე პოლიციის ინფორმატორს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)