03:53 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-09 05:04:30, 2619 ნახვა

Lifestyle
უცნობებმა ეკლესიაში ნაკურთხი წყალი ალკოჰოლით შეცვალეს

საფრანგეთში შატო-შალონის სოფელში უცნობებმა ადგილობრივ ეკლესიაში ნაკურთხი წყალი კონიაკით შეცვალეს. ამის შესახებ სააგენტო "ფრანცპრესი" ადგილობრივ ტურისტულ ცენტრზე დაყრდნობით იუწყება.

ინციდენტი აგვისტოს ბოლოს მოხდა, მაგრამ მედიაში ინფორმაციამ მხოლოდ ახლა გაჟონა. ეკლესიაში შესულმა ტურისტებმა ალკოჰოლის სუნი იგრძნეს და გიდს ჰკითხეს, ხომ არ იყო ეს ადგილობრივი ტრადიცია.

ადგილობრივმა სამართალდამცავებმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნეს, რომ უცნობმა პირებმა საეკლესიო ნაკურთხი წყლის ჭურჭელში ერთი ლიტრი კონიაკი ჩაასხეს.

"ბევრი ვიცინე. მე ვფიქრობ, რომ ხალხს, რომელმაც ეს გააკეთა იუმორის გრძნობა ნამდვილად გააჩნია. მათ უბრალოდ ძველი ტრადიციების დაცვა არ სურთ",- განაცხადა შატო-შალონის მერმა კრისტიან უილიემმა და დასძინა, რომ ამ ხუმრობამ "ყველა გაახალისა".

საეკლესიო ჭურჭელი გაწმინდეს და ნაკურთხი წყლით კვლავ აავსეს. გამოძიება არ დაწყებულა."იუმორისტების"ვინაობა დღემდე უცნობია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics