08:36 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-09 01:38:40, 930 ნახვა

რეგიონი
თურქულმა ვერტმფრენმა საქართველო დატოვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს დილით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში თურქული ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრებს დაემშვიდობა და ხანძრის ქრობის სამუშაოებში მნიშვნელოვანი როლის შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად თურქული ვერტმფრენის პილოტებს მადლობა გადაუხადა "ქართული ოცნების " მერობის კანდიდატმა ბათუმში ლაშა კომახიძემ.

"მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი პატივისცემა და მადლიერება მეხანძრე-მაშველების, მეტყევეების, სპეციალური დანიშნულების ძალების, პილოტების თუ თითოეული იმ ადამიანის მიმართ, რომლებიც მონწილეობდნენ შავნაბადას მთაზე ხანძრის ლიკვიდაციის ურთულეს სამუშაოებში. დღეს საქართველო დატოვა თურქული ვერტმფრენის ეკიპაჟმა, მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მათ დახმარებისა და თანადგომისთვის", - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

ხულოში, შავნაბადას მთაზე ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში ქართული მხარის თხოვნით თურქული ხანძარმქრობი ვეტმფრენი 5 სექტემბრიდან ჩაერთო. ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში ქართულ ვეტმფრენთან ერთად თურქული ვერტმფრენი 4 დღის მანძილზე მონაწილეობდა. ზურაბ პატარაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პილოტებს, რომლებმაც ძალ-ღონე არ დაიშურეს და მაქსიმალურად დაიხარჯნენ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics