|
2017-09-08 05:45:07, 2548 ნახვა
მსოფლიო
„კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტზე, რომლის გავლითაც სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას აპირებს, მავთულხლართები გააბეს
პოლონეთი-უკრაინის საზღვრის „კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტზე, რომლის გავლითაც 10 სექტემბერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას აპირებს, მავთულხლართები გააბეს, - ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს. მედია საშუალების ინფორმაციით, გამშვებ პუნქტზე მესაზღვრეთა მორიგეობა გააძლიერეს, რათა სასაზღვრო ზონაში პროვოკაციები არ დაუშვან. ცნობისთვის, სააკაშვილის დასახვედრად მშვიდობიანი აქცია გაიმართება. პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე მიხეილ სააკაშვილის დახვედრას ფრაქცია „სამოპომოჩის“ წევრი დეპუტატები და „დემოკრატიული ალიანსის“ წარმომადგენლები აპირებენ. უკრაინელმა მესაზღვრეებმა ადრე განაცხადეს, რომ არ აპირებენ მიხეილ სააკაშვილის შეშვებას უკრაინაში, რადგან პოლიტიკოსის უკრაინული პასპორტი უკვე ვადაგასულია. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილმს მოქალაქეობა 26 ივლისს ჩამოართვა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)