|
2017-09-08 02:14:10, 2093 ნახვა
კომენტარი
ჯანელიძე: „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს განვითარებისა და ინტეგრაციის სხვადასხვა სიჩქარე გვაქვს
საქართველოს ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ტალინში ევროკავშირის ქვეყნებისა და „აღმოსავლეთ პარტნიორი" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობს. საგარეო უწყების ინფორმაციით, ღონისძიება ესტონეთის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ინიციატივით იმართება და მასზე მონაწილეები იმსჯელებენ 24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტთან დაკავშირებულ საკითხებსა და ევროკავშირსა და პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე. „მნიშვნელოვანია, რომ ესტონეთმა როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანამ, მოიწვია ეს სხდომა და აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრებს აქვთ შესაძლებლობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან გახსნილ არაფორმალურ დიალოგში განიხილონ სამომავლო ნაბიჯები", - განაცხადა მინისტრმა. მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ ასოცირებულ ქვეყნებს გააჩნიათ ევროინტეგრაციის ამბიციური დღის წესრიგი, ასევე პარტნიორობის ყველა ქვეყნისთვის დასახულია თანამშრომლობის გეგმა - 2020-სთვის, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ჩვენი რეგიონის მეტი ინტეგრაცია ევროკავშირთან. „ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობამ გააგრძელოს ეფექტური ქმედებები, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდეს პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს საერთო ინტერესების მოძიებას და ასევე ქვეყნების ინტერესების შესაბამისად განვითარებას. დღეს უკვე რეალობაა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ გვაქვს განვითარების და ინტეგრაციის სხვადასხვა სიჩქარე. შესაბამისად, ასოცირებული ქვეყნების ერთობა, საერთო პოზიცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც ჩვენ საერთო ინტერესი გვაკავშირებს. ეს არის უფრო მეტი, ღრმა ინტეგრაცია ევროკავშირთან", - განაცხადა მინისტრმა. ქ. ტალინში დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ასოცირებული ქვეყნების საქართველო-უკრაინა-მოლდოვა, საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა. მიხეილ ჯანელიძე ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპელ კოლეგებთან.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)