02:44 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-07 03:02:02, 2438 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ესტონეთში, საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

7-8 სექტემბერს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი ესტონეთს ეწვევა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძე ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის ესტონეთის ინიციატივითა და ორგანიზებით გამართულ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ სამუშაო შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

ღონისძიებაზე განიხილავენ  24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტთან დაკავშირებულ საკითხებსა და ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას. ასევე შეეხებიან  უსაფრთხოების სფეროში „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების სტაბილურობის გაძლიერების, რაც ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გლობალური სტრატეგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა.

მიხეილ ჯანელიძე ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს  ევროკავშირის წევრი ქვეყნების კოლეგა მინისტრებთან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics