|
2015-01-15 13:15:16, 2939 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“: ფოთის ნავთობტერმინალის პუტინის ხელში გადასვლა უმძიმეს საფრთხეს შეიცავს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ფოთის ნავთობტერმინალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღინშნული, როსნეფტის მიერ ფოთის ნავთობტერმინალის შეძენასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები ცხადყოფს, რომ მთავრობა ოკუპაციის კანონის დაცვას არ აპირებს. „დადასტურებული ცნობებით ფოთის ნავთობტერმინალი გადადის პუტინის უმთავრესი ეკონომიკური იარაღის, რუსული სახელმწიფო კომპანიის - როსნეფტის მფლობელობაში , რაც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა იგორ სეჩინმაც დაადასტურა. როსნეფტის ხელმძღვანელობა არ მალავს ეკონომიკური და პოლიტიკური სარგებლის მიღების მოლოდინს აღნიშნული ფინანსური გარიგებიდან. ენმ აცხადებს, რომ ფოთის ნავთობტერმინალის პუტინის ხელში გადასვლა შეიცავს უმძიმეს საფრთხეს საქართველოს ეროვნული ინტერესებისათვის. ამავე დროს, 1. რუსული კომპანია როსნეფტი სანქცირებულია დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის უკრაინაში აგრესიის გამო და საქართველოს ეკონომიკურ სივრცეში მისთვის ოპერირების შესაძლებლობის მიცემა ეწინააღმდეგება საქართველოს დეკლარირებულ საგარეო პოლიტიკურ კურსს. 2. როსნეფტი არის ოკუპანტი ქვეყნის სახელმწიფო კომპანია და მისი ღია ინტერესების სფეროა საქართველოში ეკონომიკური დომინაციის მიღწევა განსაკუთრებით სტრატეგიული მნიშვნელობის ენერგეტიკულ სფეროში. 3. საქართველოს კანონის "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" იგნორირებით როსნეფტი აწარმოებს უკანონო დაზვერვით და მოპოვებით საქმიანობას შავი ზღვის შელფზე ოკუპირებულ აფხაზეთში, რასაც აღნიშნული კომპანია დაუფარავად და ცინიკურად ახორციელებს. როსნეფტის მიერ ფოთის ნავთობტერმინალის შეძენასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები ცხადყოფს, რომ მთავრობა არ აპირებს ოკუპაციის კანონის დაცვას, რუსული კომპანიისთვის შეზღუდვების დაწესებას და საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს: ხელისუფლებამ დაიცვას ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი, რომლის მიხედვითაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალულია ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა. შეასრულოს თავისი ვალდებულება და მიმართოს საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ყველა მექანიზმს საქართველოს კანონიერი ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით”, - ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)