23:15 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-04 12:24:23, 2350 ნახვა

საზოგადოება
ხანძართან დაკავშირებით, საგანგებო შტაბი ინფორმაციას ავრცელებს

თელავში, საგანგებო შტაბის წევრებმა დღის განმავლობაში კახეთის რეგიონში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები შეაჯამეს.


შტაბის ინფორმაციით, ცეცხლის ცალკეული კერები უკვე ლოკალიზებულია სოფელ ხახაბოსთან არსებულ ტყის მასივში.  ხანძრის ქრობის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.


3 ერთეული საჰაერო ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა, ცოცხალ ძალასთან ერთად, მობილიზებულია თელავში, სოფელ ართანას მიმდებარედ, ტყის მასივში, სადაც ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.


შსს-ს მეხანძრე-მაშველები ყვარელში, შილდის ტყეში, ნახანძრალი ნიადაგის პრევენციულ დამუშავებას აგრძელებენ. აღნიშნულ ტერიტორიაზე არ დაფიქსირებულა ხანძრის არც ერთი ახალი კერა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics