22:09 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-03 01:14:27, 2226 ნახვა

საზოგადოება
სოფელ ართანაში ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“–დან შემოვიდა შეტყობინება, რომ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში, ტყის მასივში, ხანძარი გაჩნდა. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ შსს–ს მეხანძრე–მაშველები. რთული რელიეფის გამო, ხანძრის ეფექტური ლოკალიზების მიზნით, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩაერთო ვერტმფრენი. ამჟამად ცეცხლის ძირითადი კერები ლოკალიზებულია“,-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
პოეტი ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics