11:44 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-02 03:38:00, 2269 ნახვა

სამართალი
ტაქსის მძღოლის დაყაჩაღებისათვის ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ტაქსის მძღოლის დაყაჩაღების ფაქტზე, ბრალდებულების მ.მ.–სა და შ. ჭ.–ს მიმართ და მათ აღკვეთის ღონისძიების სახედ შეუფარდა პატიმრობა, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" საქალაქო სასამართლოდან აცნობეს.

სასამართლოს ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის ან ისეთი ძალადობის  გამოყენების მუქარით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.

"საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის 29 აგვისტოს, ბრალდებულებმა თითქოსდა ქალაქგარეთ გასვლის მიზნით, შეაჩერეს ტაქსი და ავტომობილში ჩასხდომის შემდგომ, მძღოლს დანის გამოყენებითა და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით,  ფულადი თანხა და კუთვნილი ავტომანქანა მოსთხოვეს.

სასამართლომ  წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდგომ მიიჩნია, რომ  სახეზეა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, როგორც ფორმალური, ისე ფაქტობრივი საფუძვლები.  დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, არსებობდა ბრალდებულთა მიერ დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, ახალი დანაშაულის ჩადენის, გამოძიებისათვის ხელის შეშლისა და ბრალდებულთა მხრიდან მიმალვის საფრთხე. სასამართლომ ჩათვალა, რომ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება ვერ უზრუნველყოფდა აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევას.

მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2017 წლის  16 ოქტომბერს 13:30 საათზე", - ნათვამია ინფორმაციაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში პოლიციის ჩხრეკის დროს პიკასოს მოპარული ნახატი აღმოაჩინეს
ანკარამ ნატოს სამიტის გამო საპროტესტო აქციებსა და დრონების ფრენებზე 13-დღიანი აკრძალვა დააწესა
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა სრულად განახლდა
სააკაშვილი - თემაში ჩვენი არა კეთილისმოსურნეებიც შემოვარდნენ და დაწერეს მიშა და ბიძინა ერთია, რასაც იტყვიან პარტია ემორჩილებაო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics