22:09 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-01 02:33:50, 2247 ნახვა

საზოგადოება
მამა გიორგი მამალაძე მზადაა, დღევანდელ პროცესზე საბოლოო სიტყვით წარდგეს

ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დასკვნითი სხდომა გაიმართება.

როგორც ჟურნალისტებს დეკანოზის სახაზინო ადვოკატმა, პაატა მეხრიშვილმა განუცხადა, დღეს დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.

მისივე თქმით, ბრალდებული გიორგი მამალაძეც მზადაა, დღესვე წარმოთქვას საბოლოო სიტყვა.

ამასთან, მეხრიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ პროკურატურა შეძლებს, ამ პროცესზევე ისარგებლოს რეპლიკის უფლებით.>

„ჩვენც მზად ვართ დღესვე ვისარგებლოთ რეპლიკის უფლებით და ბრალდებულიც მზადაა, წარმოთქვას საბოლოო სიტყვა. ჩვენი მიზანია, ეს პროცესი დასრულდეს სწრაფად“, - აღნიშნა მეხრიშვილმა და დასძინა, რომ წარმოდგენილი ვერც ერთი მტკიცებულება მამა გიორგი მამალაძის მიმართ წარდგენილ ბრალდებას ვერ ადასტურებს.

შესაბამისად, პაატა მეხრიშვილი დარწმუნებულია, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე საბოლოო ჯამში გამამართლებელი განაჩენი დადგება.  ადვოკატი დღევანდელ პროცესზე განაჩენის გამოცხადებას არ ელოდება





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
პოეტი ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics