22:09 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-01 01:12:21, 2060 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძემ ქართველ კალათბურთელებს ახალგაზრდებთან ერთად, თბილისიდან უგულშემატკივრა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის B ჯგუფში, რომელსაც ისრაელი მასპინძლობს, პირველი შეხვედრა ლიტვის ნაკრებთან გამართა.

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით, პარტიის ცენტრალური ოფისის წინ დამონტაჟებულ მონიტორზე, კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ახალგაზრდებთან ერთად, თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გულშემატკივრობდა.

„ძალიან ბევრი ახალგაზრდაა აქ შეკრებილი და ბიჭებს ერთად ვგულშემატკივრობთ. ზოგადად, სპორტი და ჯანსაღი ცხოვრება ჩემთვის ერთ-ერთი  მთავარი მიმართულება იქნება, რადგან მგონია, რომ ჯანსაღი ცხოვრება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ ზოგადად, თითოეული თბილისელისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეხვედრა ქართველი კალათბურთელების გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მეტოქე ანგარიშით - 79:77 დაამარცხა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
პოეტი ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics