|
2015-04-27 14:22:01, 1517 ნახვა
მსოფლიო
ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 3 800-ს მიაღწია
ნეპალში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 3 800-ს მიაღწია. დაახლოებით 6 ათას 500-მა ადამიანმა კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. ასევე ათობით დაღუპულია ჩინეთსა და ინდოეთში. ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისათვის ღია ცის ქვეშ კარვებია გაშლილი, სადაც უკვე მეორე დღეა ათასობით ადამიანს ღამის გათევა უწევს. დედაქალაქის მახლობლად მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ კატმანდუს მოსახლეობა ქალაქს მასობრივად ტოვებს. არსებობს წყლისა და საკვები პროდუქტების დეფიციტის საფრთხე. მეზობელმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ნეპალში უკვე გააგზავნეს ჰუმანიტარული დახმარება. გუშინ ნეპალში განმეორებით, 6.7 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა განმეორდა ასევე ონდოეთსა და ბანგლადეშში. ცნობისთვის, ნეპალის დედაქალაქის კატმანდუს მახლობლად პირველი ძლიერი 7.9 ბალიანი მიწისძვრა შაბათს მოხდა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)