|
2015-04-27 12:03:44, 622 ნახვა
სამართალი
იზორიას ინფორმაციით, პირები, რომლებიც სირიაში ახალგაზრდების წასვლას ხელს უწყობენ, საქართველოში არ იმყოფებიან
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, იმ პირთა გამოსავლენად, რომლებიც პანკისიდან სირიაში ახალგაზრდების ორგანიზებულ გადაყვანასა და გადაბირებას ხელს უწყობენ, გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. მისივე განმარტებით, ამ კუთხით შსს-ს კონკრეტული ინფორმაციები აქვს, თუმცა მას მტკიცებულებებით გამაგრება სჭირდება. ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე აღნიშნულ თემასთან დაკავაშირებით, უახლოეს მომავალაში საზოგადოებისთვის სიახლეებს აანონსებს. „ინტენსიურად ვმუშაობთ, გარკვეული შედეგებიც არის. ამ მიმართულებით ინტენსიური ოპერატიული მუშაობა მიმდინაროებს იმ პირთა დადგენის მიზნით, რომლებიც არიან ჩართულნი ამაში. გვაქვს კონკრეტული ინფორმაციები, მაგრამ ამას მტკიცებულებებით გამაგრება სჭირდება. ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში გაიგებთ სიახლეებს“, - განაცხადა ლევან იზორიამ. კითხვაზე - „საქართველოს ტერიტორიაზე არიან თუ არა იმ ჯგუფის წევრები, რომლებიც პანკისიდან სირიაში ახალგაზრდების წასვლას ხელს უწყობენ“, მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ "არ იმყოფებიან". ამასთან, ლევან იზორიამ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების განხორციელების თაობაზე, მთავრობის ინიციატივაზეც ისაუბრა. „მთავრობის ინიციატივაა ცვლილებები განხორციელდეს სისხლის სამართლის კოდექსში. ეს ინიციატივა უკვე პარლამენტშია. ცვლილებები მოიცავს ყველა შესაძლო შემთხვევებს, რომლებიც შეიძლება პოტენციურად დაკავშირებული იყოს საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში ტერორისტულ საქმიანობასთან, იქნება ეს უკავნონო შეიარაღებაში მისი აქტიურობა, კლასიკურ ტერორისტულ ორგანიზაციებში, იქნება ასევე დასჯადი გადაბირება, წვრთნების გავლა, სხვების გაწვრთნა და ასე შემდეგ“, - განაცხადა ლევან იზორიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)